თბილისის ბალეტის ფესტივალი დასრულდა

გალაწარმოდგენით დაიხურა თბილისის ბალეტის ფესტივალი.

„მძინარე მზეთუნახავში“ მთავარი პარტიები პარიზის გრანდ ოპერის, ამერიკის ბალეტის თეატრის და თბილისის ოპერის საბალეტო დასის წამყვანმა სოლისტებმა იცეკვეს.

ფესტივალი 23 ივნისიდან მიმდინარეობდა და იტალიისა და ნიდერლანდების ცნობილ ქორეოგრაფიულ კომპანიებს მასპინძლობდა.

ბალეტის ფესტივალი პროექტის „ჩექ ინ ჯორჯია“ ფარგლებში ჩატარდა.