თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ანგარიში

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა 2024 წელს სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ახალი ბაღების მშენებლობაზე, მათ განახლება-რეაბილიტაციასა და სხვადასხვა სოციალურ-საგანმანათლებლო პროგრამაზე. კახა აბულაძემ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა, რაც ითვალისწინებს როგორც პერსონალის გადამზადებას, ისე საერთაშორისო მეთოდოლოგიების ინტეგრირებას სააღმზრდელო პროცესში. ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა წევრები, მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, რაიონების გამგებლები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები.