თბილისის ავტობუსების ქსელის პრეზენტაცია

თბილისში 24 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდება.

როგორც დედაქალაქის ვიცე-მერი აცხადებს, მიმდინარეობს 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობითი სამუშაოები. ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ახალი საავტობუსო ქსელის გაშვებით, მოცდის საშუალო დრო შემცირდება 7 წუთამდე, ხოლო ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2.5-ჯერ. ასევე ხვალიდან მოქმედებას დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტებიც.