თბილისის ანძის რეკონსტრუქცია

დედაქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ახალ ფუნქციას შეიძენს.

თბილისის ანძაზე მასშტაბური პროექტის დაწყება იგეგმება. მერიის ინიციტივით და ესტონური კომპანიის მიერ მომზადებული კონცეფციის მიხედვით, სატელევიზიო კოშკი მრავალფუნქციური გახდება.

გეგმაშია რესტორნის, ასევე დასასვენებელი ზონის მოწყობა, რომელიც შესაძლოა, მოძრავი კონსტრუქცია იყოს.

არ არის გამორიცხული, რომ ანძის კონცეფციის შერჩევის და საბოლოო დეტალების შეთანხმების პროცესში დედაქალაქის მთავრობამ მოქალაქეებიც ჩართოს.