თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა
ახალი პოლიტიკური რეალობა თბილისის საკრებულოში – მუნიციპალური არჩევნების შემდეგ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო დღეს პირველად შეიკრიბა.
50 ადგილიდან საკრებულოში ოპოზიცია ხუთი დეპუტატითაა წარმოდგენილი, დანარჩენ 45 მანდატს კი „ქართული ოცნება“ ფლობს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თვითმმართველობის ორგანოს კვლავ ზურა აბაშიძე უხელმძღვანელებს. ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით ოპოზიციიდან დედაქალაქის საკრებულოში „ლელოს“ ორი, „გირჩის“ ორი და „კონსერვატორების“ ერთი წარმომადგენელი მოხვდა. ოპოზიცია მთავარ ამოცანად კორუფციასთან ბრძოლას და ბიზნესის ინტერესების დაცვას ასახელებს. „ლელომ“ კორუფციასთან საბრძოლველად საგამოძიებო კომისიის შექმნაც დააანონსა.