თბილისის ახალგაზრდული სახელოვნებო ბაზრობა
ახალი სახელოვნებო პლატფორმა თბილისში.
დაფუძნდა ახალგაზრდული სახელოვნებო ბაზრობა, რათა ახალგაზრდა მხატვრებს ხელი შეუწყონ, მათი ნამუშევრები გამოფინონ, ცნობილი მხატვრების შემოქმედების უფრო ახლოს გაცნობის შესაძლებლობა მისცენ და მათ გამოცდილებას აზიარონ. ბაზრობა მოიცავს თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიციებს, მულტიმედია გამოფენებს, დისკუსიებს, საერთაშორისო კავშირების დამყარებას.
ორგანიზატორები ელოდებიან სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან. სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში არაერთი ღონისძიება დაგეგმილი. წარმოდგენილი იქნება 90-მდე არტისტის ნამუშევრები.