თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მსმენელთან შესახვედრად ემზადება. ახალგაზრდა მუსიკოსები ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტის საფორტეპიანო ვერსიას წარმოადგენენ.
იმის გათვალისწინებით, რომ კონცერტის საფორტეპიანო ვერსია თბილისში პირველად სრულდება, ახალგაზრდა მუსიკოსებს ახლა განსაკუთრებული სამზადისი აქვთ.
კონცერტი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პირველი რესპუბლიკის დარბაზში ხვალ გაიმართება.