თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი ბერლინის სცენაზე

გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის დებიუტი გერმანულ სცენაზე.

ქართველი მუსიკოსები ცნობილ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. 19 აგვისტოს ბერლინის ლეგენდარულ კონცერტ-ჰაუს სცენაზე Young Euro Classic გაიხსნება, რომელსაც ყოველწლიურად 25 000 მსმენელი სტუმრობს, რჩეული კონცერტები კი კლასიკური მუსიკის ცნობილი არხის ეთერსა და youtube გვერდზე გადაიცემა. ქართული ორკესტრი ფესტივალზე სპეციალურად შექმნილი ორი ახალი ნაწარმოებით წარდგება. საქართველოდან ჩასული მუსიკოსები მსმენელს გერმანული სიმფონიური მუსიკის შესრულების ქართულ ტრადიციებსაც გააცნობენ.