თბილისის აეროპორტში ოპერირებას ახალი ავიაკომპანია იწყებს
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება. Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირ ფრენა განახორციელა და 151 მგზავრი ჩამოიყვანა. Edelweiss-ი ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორი სიხშირით, A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ოფიციალური მიღება გაიმართა.