თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
თბილისის აეროპორტში 20 კილოგრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩინეს.
მებაჟე ოფიცრის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი საეჭვო შიგთავსის შემდეგ, ის დამატებით ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა. როგორც ირკვევა, მგზავრს ჩანთაში ნარკოტიკული ნივთიერება 40 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვებში ჰქონდა განთავსებული. გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ოპერატიული ღონისძიება, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ერთობლივად ჩატარდა.