„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. 22-23 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები. ფორუმს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია, ამავე დღეს ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს კი – აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, თბილისის ფინანსური სამიტი შედგება.