თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი - საინვესტიციო პანელი

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პოტენციური ინვესტორებისთვის გაცნობა – ეს არის თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის  ერთ-ერთი მთავარი მიზანი.

ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი უცხოური კაპიტალის შემოდინების სტიმულირებას ემსახურებოდა დღეს გამართული საინვესტიციო პანელი. დისკუსია პრემიერმა გახსნა და მაღალი რანგის სტუმრებს ყველა ის ეკონომიკური რეფორმა გააცნო, რაც საქართველოს საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყნად აქცევს. სიტყვით გამოსვლაში აქცენტირებული იყო საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო მარშრუტის როლი, ქვეყნის ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა, ეკონომიკური პოლიტიკა და მზარდი მაკროეკონომიკური პარამეტრები. საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის პირადი გამოცდილება გაუზიარა სტუმრებს არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი ჰოლდინგის „ემაარის“ შვილობილი კომპანიის დამფუძნებელმა, რომელიც საქართველოში რამდენიმე მილიარდიან ინვესტიციას ახორციელებს.