თბილისის 26-ე კინოფესტივალი

15:33, 27.11.2025

თბილისის 26-ე კინოფესტივალი იწყება. ფესტივალი 1-ელ დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება და 7 დეკემბრამდე გაგრძელდება. გახსნის დღეს წარმოდგენილი იქნება ფილმი „დუზე“. წელს კინოფესტივალის ეკრანები დაეთმობა 40-მდე უცხოურ და 30-მდე ახალ ქართულ ფილმს. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის „რეჟისორი ფოკუსში“ – შვეიცარიელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, ნიკოლა ვადიმოვია. მას თბილისის კინოფესტივალის „საპატიო პრომეთე“ გადაეცემა.

მსგავსი