თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. პირველი ჩვენება ნანა ჯორჯაძის ფილმს „პეპლების იძულებითი მიგრაცია“ დაეთმო. სომხური კინოს 100 წლისთავთან დაკავშირებით, წელს სექციაში, „ქვეყანა ფოკუსში“ სომხეთია წარმოდგენილი. ფესტივალს ეწვია სომეხი კინემატოგრაფისტების დელეგაციაც. ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში კი სულ 4 სრულმეტრაჟიანი და 9 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი იქნება ნაჩვენები. კინოფესტივალი კინოთეატრ „ამირანში“ 2 დეკემბერს საზეიმოდ, გამარჯვებულების დაჯილდოებით დაიხურება.

ფესტივალის ბოლო დღეს მაყურებელი ასევე ნახავს რეჟისორ ვეიტ ჰელმერის გერმანულ-ქართული ფილმს „გონდოლა“.