თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო.
საკრებულოს ოპოზიცია პროექტს მხარს არ უჭერს და მმართველ გუნდს საკუთარ წინადადებებს სთავაზობს. მწვავე განხილვების შემდეგ მთავარი ფინანსური დოკუმენტის წინასწარი ვარიანტი მერიას შენიშვნებით უკან დაუბრუნდა. პროექტის მიხედვით, 2026 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი ორი მილიარდ 82 მილიონი იქნება. იზრდება ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილი დაფინანსება. გათვალისწინებულია ახალი სოციალური, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურული პროექტებიც. ოპონენტების პრეტენზიები პრიორიტეტების გადანაწილებას უკავშირდება. ოპოზიცია სკოლებში უფასო კვების პროექტის დაწყებას ითხოვს და სუბსიდირების არსებულ სქემას აკრიტიკებს. გაითვალისწინებს თუ არა დედაქალაქის მთავრობა საკრებულოდან მიღებულ შენიშვნებს – მერიას ბიუჯეტის პროექტის კორექტირებისთვის ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.