თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი – საბოლოო ვერსია 

21:45, 17.12.2025

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია მზად არის. დედაქალაქის მთავრობამ კორექტირებული ვარიანტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. თავდაპირველ პროექტთან შედარებით, მთავარი ფინანსური დოკუმენტის ბოლო ვარიანტი 111 მილიონი ლარით არის გაზრდილი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანდაცვის და სოციალურ პოლიტიკას. ამ მიმართულებებით ბიუჯეტის ზრდაა დაგეგმილი. სხვადასხვა მოცულობით გათვალისწინებულია ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგის, ასევე დიაგნოსტიკური კვლევებისა და სამკურნალო კურსის დაფინანსებაც, მათ შორის რამდენიმე დაავადების მკურნალობა 2026 წელს მერიის მიერ პირველად დაფინანსდება. სიახლეა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებითაც – ტრამვაის ხაზის გასაყვანად მომავალი წლის ბიუჯეტში ფინანსები საპროექტო სამუშაოებისთვისაა გათვალისწინებული. ოპოზიცია ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვერსიასაც აკრიტიკებს.

მსგავსი