თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის განხილვა

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილავენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ამის შესახებ დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ეს ინიციატივა პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“’ეკუთვნის, რასაც მხარს „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, პარტია „საქართველოსთვის“ და დამოუკიდებელი დეპუტატები უჭერენ. მათ მიაჩნიათ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი მოქალაქეების ინტერესებზე არაა მორგებული. ოპონენტების განცხადებას მმართველ გუნდში უპასუხეს და ბრალდებებს აბსურდი უწოდეს.