თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

ღონისძიების ფარგლებში ოქროსა და ვერცხლის პრომეთეს მფლობელები საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა შორის შეირჩნენ.

საუკეთესო ფილმად „ბროლის გედი“ დასახელდა, ხოლო საუკეთესო რეჟისურად – „მშვიდი ღამე“.

ეროვნული პროექტის „ქართული პანორამა“ ჯილდო, სრულმეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში ნინო ჟვანიას „აღლუმმა“ დაიმსახურა.

პირველი არხის გადაცემა „ილუზიონის“ რჩეული კი იტალიელი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმი სახელწოდებით „ბიჭები ტირიან“ გახდა.

დღევანდელ დასკვნით საღამოზე გამარჯვებული ფილმების ჩვენება გაიმართება.

თბილისის კინოფესტივალი ახალგაზრდა რეჟისორების სადებიუტო ფილმების წარსადგენად, რომლებსაც საერთაშორისო ჟიური აფასებს, ყოველწლიურად ტარდება.