თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან საპროტესტო აქცია იმართება
თბილისის 166-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გადაიხედოს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და დემონტაჟის ნაცვლად, სკოლის შენობის რეაბილიტაცია განიხილონ.
მათი განცხადებით, სკოლა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში დაზიანდა და უკვე მესამე წელია, მოსწავლეები ორ ახლომდებარე სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ.
მასწავლებლების განცხადებით, ხვალ დაგეგმილია შეხვედრა განათლების სამინისტროსთან წარმომადგენლებთან.