თბილისიდან ენგურამდე ფეხით გავლილი გზა

თბილისიდან ენგურამდე ფეხით გავლილი გზა.

13-დღიანი მსვლელობის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი დღეს ენგურის ხიდზე მივიდა. მის აქციას შეუერთდნენ აქტივისტები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან და საზოგადოებრივი მოძრაობიდან. ოკუპაცია მათ სწორედ ენგურის ხიდზე გააპროტესტეს.

შესრულდა საქართველოს ჰიმნი, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას კი პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. სამოქალაქო აქტივისტთან ერთად ენგურის ხიდზე სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქიდან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები შეიკრიბნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღე და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო მშვიდობიანი გზით აუცილებლად გაერთიანდება.