თბილისი ვეტერან მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს
თბილისი ვეტერან მოფარიკავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.
შეჯიბრებაში 100 ქვეყნის 1400-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, რაც გასული წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია. პლანეტის პირველობაზე 40-მდე ქართველი ვეტერანი სპორტსმენი იასპარეზებს.
ჩემპიონატი 9 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ხმალი, დაშნა და რაპირა – ჩემპიონატი სამივე სახეობაში ჩატარდება. ინდივიდუალური შეჯიბრი რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება.