თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 25-ე კილომეტრზე მოძრაობა შეფერხებულია

12:04, 24.09.2018

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 25-ე კილომეტრზე მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია.

განსაკუთრებით რთული  ვითარება იყო ღამით. ამ დროისთვის ადგილზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებენ.

ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავ მძღოლებს ალტერნატიული გზებით შეუძლიათ სარგებლობა.

მსგავსი