საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, თბილისში, B2B Summit by Tarifa მასპინძლობს.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეწვია 50 მაღალი გაყიდვების მქონე საერთაშორისო ე.წ. ბაიერი – ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სამიზნე ბაზრებიდან და 40 სერვისის მიმწოდებელი კომპანია. სამიტის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვდა. B2B Summit by Tarifa-ს მონაწილე თითოეულ სერვისის მიმწოდებელ კომპანიას, გარანტირებულად 40-მდე B2B შეხვედრა აქვთ. „ორი დღის განმავლობაში, სამიტის ფარგლებში, ქართული ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, ევროპელ კოლეგებთან ერთად, შეხვედრებს გამართავენ. სამიტის მონაწილეები ძირითად პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან არიან ჩამოსულები, რომ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ ბაზარს და შეიძინონ ბიზნეს პარტნიორები და საქართველოში ბევრად მეტი ბიზნეს ღონისძიება გამართონ“ – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე.