თბილისი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. მას მაღალი რანგის დიპლომატები, საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებიან.
ორი დღის განმავლობაში განხილვის თემებს შორის იქნება საქართველოს პერსპექტივები ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა და ბრძოლა მის მიერ წარმოებული დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ.
კონფერენციის პირველი პანელი ქართველ პოლიტიკოსებს დაეთმოთ.
თემის დეტალები „მოამბეში“.