„თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი აქცია გაუქმდა

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაგეგმილი აქცია გააუქმეს.

ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა და მათი თქმით, სხვადასხვა ჯგუფებისგან ძალადობრივი ქმედებების განხორციელების საშიშროებაა.

შეგახსენებთ, „თბილისი პრაიდის” წარმომადგენლები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციას გეგმავდნენ. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან „ღირსების მარშის“ ჩატარების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვდნენ.

დატოვე კომენტარი