„თბილისი პრაიდის“ განცხადება

„თბილისი პრაიდი“ ინფორმაციას ავრცელებს და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. ორგანიზატორების თქმით, ქუჩაში მსვლელობა არ იქნება, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება და აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რადიკალური ჯგუფები „პრაიდის“ ფესტივალთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ. „ჩვენი გუნდი თვეებია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული. ღონისძიებაზე ველოდებით როგორც ქვიარ თემის წევრებს, ასევე მხარდამჭერებს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო პარტნიორებს. ვკითხულობთ „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.