„თბილისი ოუფენ ეარი“

„თბილისი ოუფენ ეარის“ ჩატარების ადგილი და პროგრამა ცნობილია.

ფესტივალის 10 წლის იუბილეზე მსოფლის წამყვანი რეზიდენტი არტისტები და “მწვანე ოთახი” დაუკრავენ. სულ 4 სცენაზე 70-მდე შემსრულებელი გამოვა. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში 21, 22 და 23 ივნისს „ლისი ვანდერლენდში“ ჩატარდება.

„ოუფენ ეარი“ 10 წლის იუბილეზე სოციალურ კამპანიას იწყებს, რომელსაც „თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი“ ჰქვია. პროექტის ფარგლებში 12 ვიდეორგოლი ჩაიწერება, რომლებშიც გამომსვლელები თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე ისაუბრებენ.