Tbilisi Open Air- 2025

12:28, 25.05.2025

Tbilisi Open Air-ი წელს განსაკუთრებული ფორმატით დაბრუნდა. კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი გუშინ გაიხსნა და დღევანდელი დღის ჩათვლით გრძელდება. წელს ფესტივალის ლაინაფი სრულიად ქართველი შემსრულებლებისგან არის დაკომპლექტებული და სახელოვნებო სფეროს იმ წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც თავისუფლების, თანასწორობისა და ტოლერანტობის იდეის დაცვას ემსახურებიან. ფესტივალის ისტორიაში პირველად, გუშინ მაყურებლის წინაშე მერაბ სეფაშვილი წარსდგა. მუსიკალური ლეიბლების გარდა, ამჯერად Tbilisi Open Air-ი ქართულ თეატრს, ნაციონალურ ბალეტს, ბუნებრივი ღვინის ფესტივალს და თბილისის წიგნის ბაზრობას მასპინძლობს. დღეს, სხვა მუსიკოსებთან ერთად, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ ქართველი ხალხისთვის საკულტო მომღერლებს — ნანი ბრეგვაძესა და გიული ჩოხელს.

მსგავსი