თბილისი მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ მიმართულებად დასახელდა
თბილისი მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა.
საერთაშორისო გამოცემა „ფორბსმა“ პლატფორმა tripadvisor-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2026 წლის რეიტინგები გამოაქვეყნა. ჩვენმა დედაქალაქმა მე-2 ადგილი დაიკავა. სტატიაში ყურადღებაა გამახვილებული თბილისის ისტორიულ და თანამედროვე არქიტექტურაზე, კულტურულ დაწესებულებებსა და ხელოვნების ახალ სივრცეებზე, რომლებიც ქალაქს თანამედროვე და ამავე დროს ავთენტურ სახეს უნარჩუნებს. სტატიაში ნახსენებია რუსთაველის გამზირი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი.