„თბილისი მოლთან“ დაკავებულების სასამართლო პროცესი

„თბილისი მოლთან“ დაკავებული პირების სასამართლო პროცესი იწყება ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში.

საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე. ბრალდებულებს შორის არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავაც. ადვოკატების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. დღესვე ჩანიშნულია დიმიტრი ბიძინაშვილის სასამართლოც. 2 თებერვალს დაკავებულებს შორის 8 პირს გადაუკვალიფიცირდა საქმე და მათ ახალა გამოძიება არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ბრალი მათ დილიდან წარედგინათ.