თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ შეუერთდა

12:32, 20.09.2026

თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მეშვიდედ უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სხვადასხვა აქტივობა ჩაატარა. მოქალაქეებს მეტროს მუშაობისა და მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ შიდა ინფრასტრუქტურის სპეციფიკის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. სხვადასხვა საკითხზე მათ ინფორმაცია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ტექნიკურმა პერსონალმა მიაწოდა. მოქალაქეები დიდი დიღმის მეორე ავტო-ბაზასაც ესტუმრნენ. „მობილობის ევროპული კვირეული“ ყოველწლიურად აღინიშნება და ის მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. წელს კვირეულს 41 ქვეყანა აღნიშნავს და წლევანდელი თემაა „მობილობა ყველასათვის“.

მსგავსი