„თბილისი მარათონი“ 2026
საქართველოს დედაქალაქმა ტრადიციადქცეულ გარბენს, „თბილისი მარათონს“ უმასპინძლა. გარბენი პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და დასრულდა. წელს მარათონში მორბენალთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. თბილისის ქუჩებში ოთხი ათასმა მონაწილემ ირბინა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნახევარ-მარათონში, ათ კილომეტრ დისტანციაზე და ბავშვთა ორ კატეგორიაში, რომლებიც ფულადი ჯილდოებით და სპონსორების მიერ დაწესებული პრიზებით დაჯილდოვდნენ. რიგით მე-15 „თბილისი მარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსულმა თანხამ ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება.