„თბილისი მარათონი“ - 2022

საქართველოს დედაქალაქმა „თბილისი მარათონს“ უმასპინძლა. ყოველწლიურ გარბენში, 10-კილომეტრიან დისტანციაზე ირანის მოქალაქემ გაიმარჯვა, ხოლო ნახევრად-მარათონში ფინიში პირველად დავით ხარაზიშვილმა გადაკვეთა. გამარჯვებულებს სპოსნორებისა და პარტნიორებისგან პრიზები გადაეცათ. მონაწილეების რეგისტრაციიდან შესული თანხა აუტიზმის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი კოტეჯის მშენებლობას მოხმარდება.