თბილისი უკვე მეორედ, „გლობალ ტექ ვიქენდს“ მასპინძლობს. ღონისძიება 150-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს, 200-ზე მეტ სპიკერსა და 300 ინვესტორს აერთიანებს, რომლებიც ერთმანეთს გამოცდილებასა და იდეებს უზიარებენ. ადგილზე მოწყობილია თემატური სცენები, პავილიონები, ვორქშოფები და გასართობი სივრცეები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს, როგორებიცაა „მეტა“, „გუგლი“ და სხვა გლობალური ბრენდები.
Global Tech Weekend თბილისი 2026