„თბილისი ფუდ-გენი 2026“
თბილისმა დღეს ორ ფესტივალს უმასპინძლა. „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ მთაწმინდის პარკში გაიმართა, სადაც სტუმრებს საკუთარი პროდუქცია ქართველმა მეღვინეებმა გააცნეს. კულინარიული ზეიმი კი ორბელიანის მოედანზე მოეწყო – „თბილისი ფუდ-გენი 2026“ ტრადიციების, მრავალფეროვანი გემოებისა და რეგიონული იდენტობის შეხვედრის ადგილად იქცა.