თბილისის ახალი სპორტის სასახლე ძიუდოში კონტინენტის პირველობას უმასპინძლებს.
ტურნირი 16-დან 19 აპრილის ჩათვლით გაიმართება და მასში 46 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო ჩემპიონატს უკვე მეორედ მასპინძლობს. შეჯიბრი პირველად 2009 წელს გაიმართა. კონტინენტის პირველობის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს „პირველი არხი“ და „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ.