„თბილისი ცენტრალის“ რეაბილიტაცია
იწყება დედაქალაქის სტრატეგიული ობიექტის განახლების პროცესი.
რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს თბილისის ცენტრალურ რკინიგზის სადგურს, გეგმაშია ბაქნების განახლება, მოძველებული და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის თანამედროვეთი ჩანაცვლება, ახალი ესკალატორების დამონტაჟება და მოსაცდელი სივრცეების კეთილმოწყობა. „თბილისი ცენტრალის“ სარეაბილიტაციო პროექტი რკინიგზის მოდერნიზების გეგმის ნაწილია. 38 წლის წინ აშენებული სადგური ბოლოს 16 წლის წინ რეაბილიტირდა. სამუშაოების დასრულება მომდევნო წელს იგეგმება.