„თბილისი ცენტრალი“ განცხადებას ავრცელებს

18:27, 04.05.2025

„თბილისი ცენტრალი“ აცხადებს მზაობას, უმოკლეს ვადებში მოამზადოს „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი. ამის შესახებ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი: „არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ ამ ტერიტორიაზე ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა შპს „ბაქანი“. ხანძრის შედეგად დაზარალდა შპს „ბაქანი“ და მათ მიერ დასაქმებული 300-ზე მეტი მოვაჭრე, სს „თბილისი ცენტრალი“ და მისი სხვა მოიჯარეები, რომლებმაც ერთობლივად რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნული ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობაში. მიუხედავად მიღებული მნიშვნელოვანი ზარალისა, „თბილისი ცენტრალი“ აცხადებს სრულ მზაობას, უმოკლეს ვადებში მოამზადოს „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მსგავსი სივრცეების ოპერირების თანამედროვე ნორმებსა და მოთხოვნებთან. ” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე მასშტაბურ ხანძარი 30 აპრილს გაჩნდა.

მსგავსი