თბილისი-ბუქარესტის ავიარეისები 2018 წლის თებერვლიდან იგეგმება

საქართველოსა და რუმინეთის ქალაქებს შორის 2018 წლის თებერვლიდან ჩარტერული რეისები იგეგმება.

თბილისი-ბუქარესტის ავიარეისების მიზანი, საქართველოს ზამთრის კურორტებზე რუმინელი ტურისტების მოზიდვაა.   ტურისტული ნაკადების გაზრდისათვის, ორ ქვეყანას შორის ინფო და პრესტურების ორგანიზების მიზნით, ასევე ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუმინეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილეს შეხვდა.

შეხვედრას ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. მხარეებმა შავ ზღვაზე საკრუიზო ტურების მოწყობა განიხილეს.