თბილისი-ბათუმი-თბილისის ავიარეისები განახლდა 

21:50, 25.06.2026

რამდენიმე წლის შემდეგ თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენები განახლდება.

კვირაში ოთხჯერ რეისებს კომპანია „აირზენა“ შეასრულებს. საკურორტო ქალაქისკენ „ბოინგ 737“ იფრენს. მოლოდინია, რომ ტურისტულ სეზონზე მაღალი მოთხოვნა იქნება.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფი პირველი რეისის მგზავრებს შორის იყო – მარიამ ბერძენიშვილი ბათუმიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

მსგავსი