თბილისი აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის სემინარს მასპინძლობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტნიორობით, საერთაშორისო ორგანიზაცია უმაღლესი აუდიტორული ორგანოების განვითარების ინიციატივა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის სემინარს მართავს.

შეხვედრას 30-მდე ქვეყნის აუდიტორული ორგანიზაციების 60-მდე წარმომადგენელი ესწრება. სემინარი ირაკლი მექვაბიშვილმა გახსნა. მისი განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს აუდიტორული ინსტიტუტების მდგრადი განვითარების პროცესში.

სემინარი ხუთ დღეს გაგრძელდება და მას მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები წარუძღვებიან. საქართველოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ექსპერტი თორნიკე შერმადინი წარადგენს.