Tbilisi Art Fair

თბილისის ხელოვნების ბაზრობა „თბილისი არტ ფაირ“, 17-20 მაისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება.

ოთხ დღიან გამოფენა-გაყიდვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 25-ზე მეტი გალერეა და 35-მდე დამოუკიდებელი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას. თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დატვირთული იქნება შემეცნებითი პროგრამებით, ლექციებით, მასტერ-კლასებით და ღია ფორუმებით.