თბილისი არენაზე RAF-ის ღონისძიება გაიმართა

12:21, 12.07.2026

თბილისი არენამ გამორჩეულ სპორტულ სანახაობას უმასპინძლა. ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის მიერ ჩატარებული ტურნირის ბოლო დაპირისპირება მერაბ დვალიშვილსა და ოლიმპიურ ჩემპიონ, ჰენრი სეხუდოს შორის გაიმართა. ქართველი მებრძოლი შეხვედრის მიმდინარეობისას 0:8 მარცხდებოდა, თუმცა ორთაბრძოლის შემოტრიალება შეძლო და მეტოქეს 11:8 სძლია. თბილისში გამართულ RAF ჯორჯიას ღონისძიებაზე გამარჯვება კიდევ სამმა ქართველმა მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ტურნირი აშშ-ს ფარგლებს გარეთ პირველად გაიმართა.

მსგავსი