თბილისი აბრეშუმის გზის რიგით მესამე ფორუმის მასპინძელია. ტექნიკური სამზადისი უკვე დასასრულს უახლოვდება. ხვალ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გახსნის.
ეკონომიკურ ფორუმში 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. სტუმრებს შორის არიან მეზობელი ქვეყნების ვიცე-პრემიერები და მინისტრები, ევროკავშირისა და ჩინეთის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები.
დაგეგმილია თემატური პანელები და ბიზნესსექტორის პირისპირ შეხვედრები. ფორუმის მიზანია, საქართველოს სატრანზიტო და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა.