„თბილავიამშენის” თანამშრომლების საპროტესტო აქცია

„თბილავიამშენის” თანამშრომლები ხელფასების მომატებისა და საპრემიო სისტემის დანერგვის მოთხოვნით გაიფიცნენ. „თბილავიამშენის“ თანამშრომლების ნაწილის მოთხოვნებს ქარხნის ადმინსტაცია გამოეხმაურა. აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, კომპანიაში ამ ეტაპზე ხელფასების მომატების საშუალება არ არის. სანაცვლოდ კი დასაქმებულებს მხოლოდ დანამატების გაცემას ჰპირდებიან.

ადმინისტრაციის პასუხი მიუღებელია გაფიცული თანამშრომლებისთვის. მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება და აქცია გრძელდება. „თბილავიამშენის“ 80-მდე თანამშრომელი ქარხნის შენობასთან დილის 09:00 საათიდან არიან შეკრებილები. აქციის მოანწილეები აცხადებენ, რომ დაპირება ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით, იანვირდან უნდა ამოქმედებულიყო. პროტესტს უერთდება პროფესიული კავშირიც.

 

დატოვე კომენტარი