TBC ბანკის განცხადება

„თიბისი ბანკი“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

„თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ ზაზა ოქუაშვილის გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობას.

ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკი“ განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით.

„თიბისი ბანკს“ გააჩნია კანონიერი ვალდებულება დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ, ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროება.

„თიბისი ბანკი“ მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბურობის საპასუხოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი