თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა

გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობის გამო შეშფოთებულია  – ასეთი სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გერმანული გამოცემა „დიველტი“.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის შიგნით და ევროკავშირის დონეზე განიხილავს გარკვეული ზომების ამოქმედების შესაძლებლობას. გამოცემის ცნობით, შესაძლო ზომებს შორის განიხილება სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე მოქალაქეების დაბრუნების გააქტიურება.

გამოცემა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი 238 ადამიანმა მოითხოვა, ოქტომბერში – 355-მა, ნოემბერში – 444-მა, დეკემბერში – 522-მა და იანვარში – 745-მა.

„მოვლენების სწორედ ასეთმა განვითარებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე“, – ნათქვამია სტატიაში.

წერილს თბილისში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გამოეხმაურა.