თავმჯდომარის არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატი, გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს, რათა პარტიულ არჩევნებზე გავლენა არ მოახდინოს. მისი განცხადებით, ნიკა მელიასთან დაპირისპირება აქვს და მის მოსაზრებებს პარტიის ლიდერების ნაწილიც იზიარებს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

მუმლაძე წინასაარჩევნო პერიოდის სამზადისში მისი ნდობით აღჭურვილი პირების ჩართვასაც ითხოვს. მისი განცხადებით, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებისა და მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის ერთადერთი გზა აქტიური საპროტესტო აქციების გამართვაა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს მისი თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში ჰპირდება.