„ექსპო ჯორჯიაში“ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირჩევენ. ხმის მიცემის პროცედურა 10 საათზე დაიწყო, შედეგები კი 19 საათისთვის გახდება ცნობილი. კომისიის 15-მა წევრმა, რომელიც გუშინ დაამტკიცეს, არჩევანი ირაკლი ყანდიაშვილის, გიორგი მარიამიძის, მანუჩარ ჭუმბურიძის, ირაკლი ჩომახაშვილისა, მუხრან ღურწკაიას და ნიკოლოზ კვანტრიშვილს შორის უნდა გააკეთონ. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ კვანტრიშვილმა გუშინ კანდიდატურა მოხსნა, თუმცა ის საარჩევნო ბიულეტენზე მაინც რჩება. ამასთან, დღესვე კრებაზე აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებსაც აირჩევენ. მმართველი ორგანოების არჩევნებში ჯამში 126 კანდიდატია რეგისტრირებული.