„ექსპო ჯორჯიაში“ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცედურა 10 საათზე დაიწყო, შედეგები კი 19 საათისთვის გახდება ცნობილი. კომისიის 15-მა წევრმა, რომელიც გუშინ დაამტკიცეს, თავმჯდომარე და მმართველი ორგანოების წევრები უნდა აირჩიონ. ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 6 კანდიდატია რეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ მათგან ერთმა, ნიკოლოზ კვანტრიშვილმა გუშინ კანდიდატურა მოხსნა, ის საარჩევნო ბიულეტენზე მაინც რჩება.
მაკა ლაშხიას ჩართვა #მოამბე